LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სატელეფონო ზარების მეშვეობით მოქალაქეებს სთავაზობენ საეკლესიო ნივთებს გასაყიდად, საპატრიარქო არ გასცემს ნებართვას მსგავსი საქმიანობისთვის: საპატრიარქოს განცხადება

72
286965685_851909839532931_9213781556679734854_n

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, საპატრიარქოს სახელის უნებართვოდ გამოყენების ფაქტები გრძელდება.

საპატრიარქოს გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, სატელეფონო ზარის მეშვეობით, მოქალაქეებს კვლავ სთავაზობენ სხვადასხვა საეკლესიო ნივთებს გასაყიდად, თითქოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით.

“კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოს არცერთი ოფიციალური სამსახური არ გასცემს ნებართვას ან კურთხევას მსგავსი მარკეტინგული საქმიანობისათვის და არც რაიმე კავშირი აქვს ასეთ პირებთან, რომლებიც პატრიარქის სახელით, სავარაუდოდ, მოსახლეობის ნდობის მოპოვებასა და ამ გზით ნივთების გაყიდვას ცდილობენ”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g