LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სატელიტური ოპერატორი SES-ი Ultra HD ფორმატის დანერგვას გეგმავს

84

მსოფლიო სატელიტური ოპერატორი SES-ი Ultra HD ფორმატის დანერგვას გეგმავს.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, SES-ი ორიენტირებულია UHD კონტენტის განვითარებით, ამის მაგალითად კი ერთ-ერთ საფეხბურთო ტრანსლაციას ასახელებენ.

”სულ ცოტა ხნის წინ, SES-მა ფეხბურთის მოყვარულებს ნამდვილი  საჩუქარი გაუკეთა – უზრუნველყო მადრიდის ”რეალსა” და ”ბარსელონას” შორის გამართული საფეხბურთო მატჩის პირდაპირი ეთერით Ultra HD (ულტრამაღალი გარჩევადობის) ფორმატში საცდელი მაუწყებლობა. მატჩი 21 ნოემბერს გაიმართა და მისი ტრანსლაცია SES ASTRA 1L თანამგზავრის მეშვეობით განხორციელდა, ორბიტალური პოზიციით აღმოსავლეთის 19,2 გრადუსზე. ამ მატჩის ტრანსლაცია მხოლოდ მცირე ნაწილია იმ მთელი რიგი ტექნიკური ტესტებისა, რომელსაც SES-ი Movistar+-თან და ამ ინდუსტრიის სხვა პარტნიორებთან ერთად გეგმავს Ultra HD ფორმატის გამოცდის მიმართულებით,” – აცხადებენ კომპანიაში.

ესპანეთში SES-ის აღმასრულებელი დირექტორის ლუი საუნის განცხადებით, საფეხბურთო მატჩის ულტრამაღალი გარჩევადობის ფორმატში პირდაპირი ეთერით ტესტურ რეჟიმში მაუწყებლობლობა წინაპირობა იქნება ამ ახალი ტექნოლოგიების ესპანეთსა და ევროპაში დასანერგად.

”სატელიტის და მისი უნიკალური უნარის  წყალობით – ეფექტურად და ეკონომიურად მიაწოდოს მაღალი ხარისხის კონტენტი ფართო აუდიტორიას, ის სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მაუწყებლობის ბაზარზე. გამომდინარე აქედან, მიმაჩნია, რომ Ultra HD ფორმატის მაუწყებლობა უახლოეს მომავალში აუცილებლად გახდება ჩვენი ყოველდღიური სატელევიზიო ცხოვრების ნაწილი, ეს მხოლოდ დროის საკითხია“ – აცხადებს ლუი საუნი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g