სატრანსპორტო ნაკადების მართვა ჭკვიანი შუქნიშნების საშუალებით განხორციელდება. ამის შესახებ დედაქალაქის ვიცე მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ნაკადების მართვის ჭკვიანი სისტემა მონაცემების შეგროვებას და ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ნაკადების მართვასთან დაკავშირებით სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.
„შუქნიშნებზე დამონტაჟებული ჭკვიანი სისტემები დაითვლიან დღისა თუ წლის მონაკვეთებში ნაკადების ფაქტობრივ მონაცემებს და აქედან გამომდინარე, ელექტრონული პროგრამის საშუალებით მოხდება ოპტიმალური სქემების შემუშავება, თუ როგორ ჯობს დღის კონკრეტულ მონაკვეთში ნაკადების მართვა,“ – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
ამასთან, სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე ითქვა, რომ 2019 წლის პირველი ნახევრიდან თბილისში ზონალური და საათობრივი პარკინგის სისტემა შემოვა, რომელიც თავდაპირველად ცენტრალურ უბნებში დაწესდება.