LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქალაქის მერი ვარ და თუ რაღაც საცობია, კალაძის ბრალია, თუ პრობლემაა, კალაძეა დამნაშავე – პირველი მე ვარ დაინტერესებული, აღნიშნული პრობლემა იყოს მოგვარებული“ – კახა კალაძე

157
კახა კალაძე საცობებზე

„ისეთი ქალაქისთვის, როგორიც არის თბილისი, რელიეფიდან გამომდინარე, რასაც ვაკეთებთ, არის მაქსიმუმი, მერწმუნეთ“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისში შექმნილი საცობების შესახებ საუბრისას განაცხადა.

„კეთილის მოსურნეებს ვთხოვ, ნუ შემოვარდებიან ფრაზებით, თითქოს ეს არის საზოგადოებაზე გადაბრალების მცდელობა“- რა განმარტებას აკეთებს დღევანდელ საცობზე ვიქტორ წილოსანი 

როგორც მანვე აღნიშნა, ერთადერთი, უალტერნატივო გამოსავალი არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და ხელმისაწვდომობა, რაც ერთ დღეში ვერ გამოვა:

კახა კალაძე განმარტავს, რატომ იყო გუშინ, 13 დეკემბერს საცობი თბილისში

13 დეკემბერს დედაქალაქის ბევრ ქუჩაზე ჩვეულებრივზე გაცილებით დიდი საცობი იყო. 

ვის უნდა უნდოდეს ჩემზე მეტად აღნიშნული პრობლემის მოგვარება?! ქალაქის მერი ვარ და თუ რაღაც საცობია, კალაძის ბრალია, თუ პრობლემაა, კალაძეა დამნაშავე. რა თქმა უნდა, პირველი მე ვარ დაინტერესებული, რომ აღნიშნული პრობლემა იყოს მოგვარებული და მოწესრიგებული.

ერთადერთი, უალტერნატივო გამოსავალი არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და ხელმისაწვდომობა, რაც ერთ დღეში ვერ გამოვა“. – განაცხადა თბილისის მერმა.

კალაძე: „საცობები ერთ-ერთი გამოწვევაა და ამის მთავარი მიზეზი ავტომობილების გადაჭარბებული რაოდენობაა.. თბილისში პიკის საათში 650 ათასი ავტომობილი მოძრაობს“

პოპულალურები