LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კეთილის მოსურნეებს ვთხოვ, ნუ შემოვარდებიან ფრაზებით, თითქოს ეს არის საზოგადოებაზე გადაბრალების მცდელობა“- რა განმარტებას აკეთებს დღევანდელ საცობზე ვიქტორ წილოსანი

537
ფორტუნა - 2023-12-14T000050.974

დღეს თბილისში  საცობმა უამრავ ადამიანს  დისკომფორტი შეუქმნა.

სოციალურ ქსელში  დღევანდელი საცობის უამრავი კადრი გავრცელდა.

დღის ბოლოს თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი, ვიქტორ წილოსანი სოციალურ ქსელში დღევანდელი საცობის მიზეზებზე წერს.

ვიქტორ წილოსანის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

„ცოტა რამ დღევანდელ საცობზე.

არაერთხელ მითქვამს, გარდა იმისა რომ ქალაქში 650 000 ავტომობილი გადაადგილდება და ეს ტენდენცია ჩემი აზრით, ამასთან კატასტროფულად მზარდია, ხშირად ქალაქის პარალიზების მიზეზი, მცირედი ავტო საგზაო შემთხვევებია და ის ჯაჭვურად გადაეცემა ერთი ქუჩიდან მეორეს.

რაც უფრო პიკურ პერიოდში ხდება ეს ავტო საგზაო შემთხვევა მით უფრო მტკივნეულია ეს ქალაქისთვის.

შევეცდები აღვწერო ორი კონკრეტული უბნის შემთხვევა.

მაგალითად დღეს 17:54 საათზე კოსტავა ჭოველიძის კვეთასთან იყო ავტო საგზაო შემთხვევა, რამაც შეაფერხა მოძრაობა მელიქიშვილზე, შესაბამისად ჭავჭავაძიდან (რამაც გამოიწვია ჭავჭავაძეზე ჩამომსვლელი ქუჩების პარალიზება და ავტომატურად შეაფერხა, ფალიაშვილი და აბაშიძე .რამაც ვაკის პარალიზება გამოიწვია) და ვარაზისხევიდან ნაკადი ვერ გავიდა მელიქიშვილზე, შესაბამისად პეკინი გმირთა მოედნის გავლით ვერ ავიდა ვარაზისხევზე და აშ. რამაც გამოიწვია საბურთალოს პარალიზება.

ამას დაემატა შუა გზაში ავარიულად გაჩერებული ავტომობილი ლაგუნაზე
შემდეგ დამატებით ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა ისევ მელიქიშვილზე
და ისევ ერთი ავარიულად მდგომი ავტომობილი ვახუშტის ხიდზე.

P.S. კეთილის მოსურნეებს ვთხოვ, ნუ შემოვარდებიან ფრაზებით, თითქოს ეს არის საზოგადოებაზე გადაბრალების მცდელობა.
არავის არაფერს არ ვაბრალებ!
ეს არის უბრალოდ ორი კონკრეტული უბნის პარალიზების მაგალითი, თითქოს უმტკივნეულო ავტოსაგზაო შემთხვევების გამო.
ინფორმაციების სქრინებს თან ვურთავ მეტი სიცხადისთვის“. – წერს ვიქტორ წილოსანი სოციალურ ქსელში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g