LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სატვირთო ავტომობილი სამგზავრო ბოინგს დაეჯახა

119
boingcrash

მოსკოვის აეროპორტში ტექნიკური სამსახურის ავტომობილი პარკინგზე გაჩერებულ სამგზავრო ლაინერს დაეჯახა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო “ინტერფაქსი“ ავრცელებს.

ინციდენტის შედეგად ავტომობილის მძღოლი დაზარალდა, ხოლო რაც შეეხება თვითმფრინავს, რომელიც ავიაკომპანია “Nordwind Airlines”-ს ეკუთვნის, საბედნიეროდ ცარიელი იყო. ორივე სატრანსპორტო საშუალებამ საკმაოდ სერიოზული დაზიანებები მიიღო.

წინასწარი ინფორმაციით, სატვირთოს მძღოლი მოულოდნელად ცუდად გახდა და შემთხვევის მიზეზიც სწორედ ეს გახდა. თუმცა, ეს მხოლოდ დაუზუსტებელი ვარაუდია და აეროპორტის თანამშრომლებს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები