LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუბრის ერთ-ერთი თემა ალბათ, სააკაშვილიც იქნება – ირაკლი კობახიძე სტრასბურგში ევროპარლამენტარებთან შეხვედრებს გამართავს

109
ირაკლი-კობახიძე

„ქართული ოცნების“ წევრები სტრასბურგში გაემგზავრნენ, სადაც ევროპარლამენტარებს შეხვდებიან. შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და ქვეყნის ინტეგრაციაზე – NATO-სა და ევროკავშირში.

მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, შეხვედრისას საუბრის ერთ-ერთი თემა „ალბათ“ მიხეილ სააკაშვილი იქნება.

„ყველა თემას შევეხებით, რაც ადგილობრივ პოლიტიკას და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს უკავშირდება. რა თქმა უნდა, საუბრის ერთ-ერთი თემა ალბათ, სააკაშვილიც იქნება, თუმცა, ჩვენთვის მთავარია მივიტანოთ ის გზავნილები, რომელიც ქვეყნის სამომავლო განვითარებას უკავშირდება. ქვეყნისთვის და ბუნებრივია, ჩვენი პარტნიორებისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში დღის წესრიგი შეიცვალოს, ამოვიდეთ პოლარიზაციის ჩაკეტილი წრიდან, ეს თანაბრად მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, ასევე ყველასთვის, ვისაც საქართველოზე გული შესტკივა. აქედან გამომდინარე, ჩვენ გარდა იმ დეტალებისა, რომელიც სააკაშვილის პატიმრობას უკავშირდება, პირველ რიგში, საუბარი სწორედ ამ დღის წესრიგის ცვლილების საჭიროებაზე გვექნება“, – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g