ათობით შევარდენი ჩვეულებრივი სამგზავრო თვითმფრინავით მგზავრობს, ფოტო „რედიტის“ მომხმარებელმა სახელით lensoo სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
სურათი მფრინავმა გადაიღო. პოსტის ავტორის მტკიცებით, 80 მონადირე ფრინველს ავიაბილეთები საუდელმა პრინცმა უყიდა.
თვითმფრინავის შუა რიგის უდიდესი ნაწილი შევარდნებს უკავიათ. მგზავრობისას რამეს რომ არ შეეწუხებინა, ფრინველებს თვალები აუხვიეს.
Reddit-ის სხვა მომხმარებლებმა კი განმარტეს, რომ ეს ახლოაღმოსავლეთის ქვეყნების რეისების დროს არც ისე იშვიათობაა. მაგალითად „ყატარის ავიახაზების“ ვებგვერდზე მომხმარებლებს აფრთხილებენ, რომ ეკონომ-კლასის ბილეთის შეძენის შემთხვევაში ბორტზე შეუძლიათ, მაქსიმუმ 6 შევარდენი აიყვანონ.

