დღეს, TAV Holding-ის ორგანიზებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, TAV-ის მმართველობაში არსებულ მედინას აეროპორტში ოპერირებად ავიაკომპანიების გაერთიანებული კომიტეტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
TAV Georgia-მ სტუმრებს საქართველოს ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალისა და კომპანიის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. მედინას აეროპორტის წამყვანი ავიაკომპანიიები ქვეყნის ავიაბაზრითაც დაინტერესდნენ. გაცნობითი ხასიათის შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, დისკუსიის დროს კი მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის გეგმებზეც ისაუბრეს.
3-დღიანი ვიზიტის ფარგლებში, ავიაკომპანიის წარმომადგენლები ტავ ჯორჯიას ორგანიზებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონს ეწვევიან და ქვეყნის ინფრასტრუქტურასა და ტურისტულ პოტენციალს ადგილზე გაეცნობიან.
TAV Holding-ი ფრანგულ კომპანია ADP-ისთან ერთად მსოფლიოს 4 კონტინენტზე, 37 აეროპორტში ოპერირებს, მათ შორის საუდის არაბეთის, მედინას აეროპორტში.