LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუკეთესო ადგილები სექტემბერში სამოგზაუროდ

112
Cappadocia-GettyImages-733699331

სექტემბერი სამოგზაურო თვეებს შორის თითქოს ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელია – შვებულებების სეზონი დასრულებულია, შესაბამისად ტურისტული ლოკაციები ნაკლებად გადატვირთულია, ფასები იკლებს როგორც საცხოვრებლის ასევე აქტივობების. სექტემბერი საუკეთესო დროა იმ ლოკაციების მოსანახულებლად, რომელიც როგორც წესი, ზედმეტად გადატვირთულია და ამასთან ზედმეტად ძვირიც.

ფიჯი
ფიჯი ის ტროპიკული სამოთხეა, რომელზეც ალბათ მთელი წელი ოცნებობდით. თუმცა, გაგანია ზაფხულში ზღაპრული კუნძულიც ნაკლებად ჯადოსნურად გამოიყურება. სექტემბერში ფიჯი ნაკლებად გადატვირთულია, ოკეანე ისევ კამკამაა, სასტუმროს ფასები იკლებს, ამინდი გადასარევია, რაც მას საუკეთესო დანიშნულებად აქცევს.

ბალი
ბალი სექტემბერში სამოგზაუროდ საუკეთესო ადგილია, რაც თბილი კლიმატის დამსახურებაა და თან ამ პერიოდში წვიმებიც ნაკლებადაა. უკეთეს დროს ვერ ნახავთ კუნძულის ცნობილი ტაძრების, ბაღების, მაიმუნების თუ უკაცრიელი პლაჟების მოსანახულებლად. რეზორტებისა და სასტუმროების არჩევანიც საკმაოდ დიდია, ფასიც შედარებით ხელმისაწვდომი, ამიტომ სექტემბრის მოგზაურობის დასაგეგმად ბევრი აღარ უნდა იფიქროთ.

ჟენევა, შვეიცარია
შვეიცარიის სილამაზეზე ბევრი საუბარი არ გვჭირდება, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ ჟენევა მართლაც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილია შემოდგომაზე გასასეირნებლად. ალპები, ჟენევის ტბა და კიდევ უამრავი ლამაზი ლოკაცია იმედგაცრუებულს ნამდვილად არ დაგტოვებთ.

ამალფი, იტალია
სექტემბერი ამალფის მოსანახულებლად საუკეთესო დროა, კომფორტული ტემპერატურით და ნაკლები ტურისტით. შესაბამისად, მეტი დრო გექნებათ იმისთვის რომ ცნობილი ფერადი ქუჩები მშვიდად დაათვალიეროთ. ვერ შეგპირდებით, რომ ამალფის მოგზაურობა იაფი დაგიჯდებათ, თუნდაც სექტემბერში, მაგრამ ცხელ სეზონთან შედარებით შემოდგომაზე ბევრად უფრო სასიამოვნო დროს გაატარებთ.

კაპადოკია, თურქეთი
თურქულ კაპადოკიაში საჰაერო ბუშტით გასეირნება არის ის თავგადასავალი, რომელიც ყველა მოგზაურმა უნდა გამოცადოს. სწორად შერჩეული სეზონი კი ტურს ბევრად უფრო სასიამოვნოს გახდის, ნაკლებად შეგაწუხებთ სიცხე და ვიზიტორთა ნაკადები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები