საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის – ამ ნომინაციაში “თიბისის” ბიზნეს დაჯილდოება 2022-ზე სამ ფინალისტს შორის კომპანია „არტისიოა“ წარდგენილი.
„არტისიო“ არის აუქციონების მართვის SaaS სისტემა, რომელიც ერთ ინტეგრირებული სოფტის ქვეშ აქცევს აუქციონების ბიზნესის სამართავად საჭირო ყველა მიმართულებას. ესენია: აუქციონის მენეჯმენტის ბექ-ოფისის სისტემა (auction management back-office software), ონლაინ აუქციონების პლატფორმა (online bidding solution), ლაივ აიქციონების სისტემა (online bidding solution with video streaming) და კოლექციის მართვის სისტემა დილერებისა და კოლექციონერებისთვის (web application for buyers & vendors). Artisio-მ კონკურენტული უპირატესობა სწორედ ამ ცენტრალიზებული ბიზნეს ეკოსისტემის შექმნით მოიპოვა.
"ატომ ქიდსი" - ბავშვთა სათამაშოების შემქმნელი ინოვაციური კომპანია “თიბისის” ბიზნეს დაჯილდოება 2022-ზე
"ატომ ქიდსი" არის ინოვაციური კომპანია, რომელიც ქმნის სათამაშოებს STEAM დარგებიდან.
სისტემა 100%-ით API-ზეა დაფუძნებულია, რაც საშუალებას გვაძლევს მივუერთდეთ და მონაცემები გავცვალოთ ყველა დამატებით მესამე მხარესთან, რომელსაც იყენებენ ჩვენი კლიენტები. ამ პროცესის შედეგად Artisio-ში ხდება ყველა საჭირო ინფორმაციის ცენტრალიზება, რაც შემდეგ AI-ს დახმარებით მუშავდება და ჩვენს კლიენტ კომპანიებს საშუალებას აძლევს, გაცილებით ეფექტურად მართონ ბიზნეს პროცესები და მიიღონ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები. ბაზრის მოცულობის მხრივ აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 500 000 კომპანიაა, რომლებიც პროდუქციის რეალიზებას ახორციელებენ აუქციონების მეშვეობით და ბაზრის მოცულება შეადგენს 200 მილიარდ დოლარს.
ბიზნეს დაჯილდოება 2022-ის ფინალისტები ცნობილია
წელს პირველად, გამარჯვებულების შეფასების პროცესში მომხმარებლებიც ჩაერთვებიან, კერძოდ, ისინი ნომინაციაში - გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება საუკეთესო ბიზნესის გამოვლენაში მიიღებენ მონაწილეობას.
„არტისიოს“ დამფუძნებელი ირაკლი სვანიძე „ბიზნესნიუსს“ ინოვაციური პროდუქტის შესახებ ესაუბრა.
„საკმაოდ მძლავრი კონკურენციაა როგორც ფინალისტებს შორის, ისე ზოგადად საქართველოში. სტარტაპ ეკოსისტემა ძალიან ვითარდება წლიდან წლამდე და საკმაოდ კონკურენტუნარიანი ხდება არა მარტო შიდა ბაზარზე, არამედ მსოფლიო ბაზარზე და არაერთი შემთხვევა გვაქვს ქართული სტარტაპების წარმატების.
ძალიან გაგვიხარდება თუ გავიმარჯვებთ, მაგრამ ხაზს გავუსვამ, რომ ყველა ღირსეული მონაწილეა და ყველას წარმატებას ვუსურვებ“, – აღნიშნა „არტისიოს“ დამფუძნებელმა „ბიზნესნიუსთან“ საუბრისას.
“თიბისის” ბიზნესის მხარდაჭერის პროექტში ბიზნეს დაჯილდოება 2022 ხუთ ნომინაციაში სულ 15 ფინალისტია შერჩეული. პროექტის მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება, მათ შესახებ ცნობადობის გაზრდა და ბიზნეს სოციუმის ჩამოყალიბების ხელშეწყობაა. დაჯილდოების ფინალური ღონისძიება დეკემბერში გაიმართება.