LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საუკეთესო ინვესტიცია, რაც მე და ბარბრას ოდესმე განგვიხორციელებია, ჩვენი ლეიბის შეძენაა“ – 84 წლის ჯეიმს ბროლინი ბარბრა სტრეიზანდთან 30 წლიანი ქორწინების შესახებ

178
page

მედიაში, მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელი არტისტისა და მსახიობის, ბარბრა სტრეიანდის მეუღლის, 84 წლის ჯეიმს ბროლინის ინტერვიუ გავრცელდა. მსახიობმა Today show-თან საუბარში საყვარელ ქალთან ხანგრძლივი და ჰარმონიული ქორწინების საიდუმლო გაგვანდო.

„ორივე ზარმაცები ვართ. გვიანობამდე ძილი გვიყვარს. თუმცა, ბევრ საქმეს ვაკეთებთ. ვწერთ, ვკითხულობთ და ერთმანეთის გვერდით ვართ. საუკეთესო ინვესტიცია, რაც მე და ბარბრას ოდესმე განგვიხორციელებია, ჩვენი ლეიბის შეძენაა. ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვგავართ და უამრავი საერთო ინტერესი გვაქვს, სწორედ ეს არის ჩვენი ქორწინების საიდუმლო“, – აცხადებს ბროლინი.

ცნობისთვის, ბარბრა სტრეიზანდი და ჯეიმს ბროლინი ერთმანეთს 1996 წელს, ე.წ. „ბრმა პაემანზე“ შეხვდნენ. ორივეს ჰქონდა წარსულში მტკივნეული ურთიერთობები. მანამდე ბარბრა ერთხელ იყო ქორწინებაში, ჯეიმსი კი სამჯერ. წყვილმა 1998 წელს იქორწინა და მას შემდეგ ერთად არიან. მათ საერთო შვილი არ ჰაყვთ.

„მე უკვე ძალიან დიდი ვარ იმისთვის, რომ ვინმეს აზრი მაინტერესებდეს“ – 81 წლის ბარბრა სტრეიზანდი ვიზუალის გამო კრიტიკას პასუხობს

ბარბრა სტრეიზანდი მემუარებთან ერთად ორ ალბომს გამოუშვებს

ბარბრა სტრეიზანდი რობერტ რედფორდზე თავდავიწყებით იყო შეყვარებული, რობერტი კი ინტიმურ სცენაში მისგან თავს იცავდა – დრამის, „როგორები ვიყავით“ აქამდე უცნობი დეტალები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები