LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარბრა სტრეიზანდი რობერტ რედფორდზე თავდავიწყებით იყო შეყვარებული, რობერტი კი ინტიმურ სცენაში მისგან თავს იცავდა – დრამის, „როგორები ვიყავით“ აქამდე უცნობი დეტალები

2662
Untitled.pngrerere

„როგორები ვიყავით“ – ეს გახლავთ 1973 წელს გამოსული, სიდნი პოლაკის დრამა, სადაც მთავარ როლებს ბარბრა სტრეიზანდი და რობერტ რედფორდი თამაშობენ. კინოსურათმა „ოსკარის“, „ოქროს გლობუსისა“ და „ბაფტას“ არაერთი ნომინაცია და ჯილდო დაიმსახურა. ფილმში თქვენ მოისმენთ საოცარ საუნდტრეკებს და აუცილებლად გაგახსენდებათ დაკარგული სიყვარულიც.

ახლახან გამოვიდა რობერტ ჰოფლერის წიგნი, სახელწოდებით: „როგორები ვიყავით: როგორ შექმნა ეპიკურმა ბრძოლამ და შელახულმა თავმოყვარეობამ, კლასიკური ჰოლივუდური ეკრანული სიყვარულის ისტორია“. წიგნში ფილმის შესახებ სკანდალურ დეტალებისა და ორი ლეგენდარული მსახიობის დაძაბული ურთიერთობის შესახებაა მოთხრობილი.

ალბათ დაუჯერებელია ის ფაქტი, რომ რეალურად, გადაღებების დროს ლეგენდარული რობერტ რედფორდი ძალიან დიდ უხერხულობას განიცდიდა, მეტიც, მას არ სურდა სტრეიზანდთან აღნიშნულ ფილმში მონაწილეობის მიღება. ავტორის ცნობით, ბარბრა სტრეიზანდს რობერტი სიგიჟემდე უყვარდა და ყველანაირად ცდილობდა მასთან სასიყვარულო კავშირის გაბმას. ამ დროს რობერტი 36 წლის იყო, ბარბრა კი 30 წლის გახლდათ. რედფორდი იმ პერიოდში უკვე დაოჯახებული იყო და 4 შვილი ჰყავდა. ის ბარბრას არასერიოზულ ქალ-მსახიობად აღიქვამდა და მისი გრძნობების შესახებ ყველაფერი იცოდა.

„ინტიმური სცენის გადაღების დროს, რედფორდმა ბარბრასაგან თავის დასაცავად ორი საცვალი ჩაიცვა, სტრეიზანდი კი მას საწოლში პიკანტურ თეთრეულში გამოწყობილი დახვდა“, – ვკითხულობთ წიგნში.

ასეა თუ ისე, ფაქტია, ფილმში მსახიობებს შორის ნამდვილი ქიმია იგრძნობოდა. სიუჟეტი კი, რომელიც რეალურ ფაქტებზეა აგებული, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს.

რობერტ რედფორდის 5 საუკეთესო ფილმი – რჩეული ფილმები

„ფილმში ლედი გაგასა და ბრედლი კუპერის ნაცვლად, ბიონსესა და უილ სმიტს უნდა ეთამაშათ“ – ბარბრა სტრეიზანდი ფილმს, „ვარსკვლავის დაბადება“ აკრიტიკებს