79 წლის მომღერალი და მსახიობი, ბარბრა სტრეიზანდი ტელეშოუს, The Sunday Project-ს სტუმრობდა. გადაცემაში მან 2018 წელს გამოსული ფილმის, „ვარსკვლავის დაბადების“ შესახებ ისაუბრა და ახალი ვერსია გააკრიტიკა. მისი განცხადებით, მას იმედი გაუცრუვდა, რადგან უკეთეს სიუჟეტსა და მუსიკას ელოდა.
„როდესაც გავიგე, რომ ფილმის ახლებურ ვერსიას იღებდნენ, დამაინტერესა, თუმცა ბოლოს იმედები გამიცრუვდა, ფილმში ლედი გაგასა და ბრედლი კუპერის ნაცვლად, ბიონსესა და უილ სმისტს უნდა ეთამაშათ“, – აცხადებს არტისტი.
ცნობისთვის, 1976 წელს ბარბრამ ამავე ფილმში, კრის კრისტოფერსონთან ერთად მიიღო მონაწილეობა.
ფოტო: ბარბრა სტრეიზანდი, დოლი პარტონი და პატი ლაბელი – ლეგენდები ერთ ჟურნალში