LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ბარბრა სტრეიზანდი, დოლი პარტონი და პატი ლაბელი – ლეგენდები ერთ ჟურნალში

208
safe-image

ბარბარა სტრეიზანდი, დოლი პარტონი და პატი ლაბელი ჟურნალი T Magazine-ის გარეკანზე მოხვდნენ. შეუდარებელმა ვოკალისტმა ქალბატონებმა არნახულ წამატებას მიაღწიეს.

აღსანიშნავია, რომ ქანთრი მუსიკაში მოღვაწე დოლი პარტონმა სულ ცოტა ხნის წინ მემუარები გამოუშვა. 74 წლის ვარსკვლავმა განაცხადა, რომ მუსიკას ვერასდროს შეელევა.

ბარბარა სტრეიზანდი კი თითქმის 60 წელია სცენაზე დგას. 78 წლის ბარბარას „გრემის“ 42 ნომინაცია,  4 ჯილდო და 5 „ოსკარი“ აქვს მიღებული.

76 წლის პატი ლაბელს კი უდიდესი ღვაწლი მიუძღვის მუსიკაში. მან 50 მილიონი ჩანაწერი გაყიდა, ის სერიალისთვის „ამერიკული საშინელეებათა ისტორია“ „ოსკარზეც“ იყო ნომინირებული.

ქალბატონები T Magazine-ის გარეკანზე შეუდარებლად გამოიყურებიან. ფოტოსესია საოცრად შთამბეჭდავი გამოვიდა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები