რა თქმა უნდა, რთულია არაჩვეულებრივი მსახიობის რობერტ რედფორდის 60-წლიანი შემოქმედებიან მხოლოდ 5 ფილმის გამოყოფა, მაგრამ სწორედ შემოთავაზებული ხუთი ფილმი იქცა გარდამტეხად მის კარიერაში.

რობერტ რედფორდის ხუთი საუკეთესო ფილმი:

„ბუჩ კესიდი და სანდენს კიდი (Butch Cassidy and the Sundance Kid) – მართალია, პოპულარული ვესტერნის გამოსვლამდე, რომელმაც რეალური ბანდიტების შესახებ მოუთხრო მაყურებელს, 32 წლის რედფორდს არა მხოლოდ 10-წლიანი კინო და ტელეგამოცდილება, არამედ ბრიტანული კინოაკადემიის ორი პრიზიც ჰქონდა, მაგრამ სწორედ „ბუჩ კესიდმა და სადენს კიდმა“ მოუტანა მსოფლიო აღიარება და სუპერვარსკვლავის ტიტული. ვესტერნი 1969 წლის საუკეთესო ფილმად დასახელდა და „ოსკარის“ რამდენიმე ნომინაცია დაიმსახურა. მართალი, რედფორდი პრემიის გარეშე დარჩა, თუმცა მესამედ დაჯილდოვდა ბრიტანული კინოაკადემიის მიერ საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში.

„კანდიდატი“ (The Candidate) – პოლიტიკურ სატირაში, რომელიც 35 წლის რედფორდმა თავად დააფინანსა, სამართლიანი იურისტის ისტორიაა მოთხრობილი, რომელსაც ძალაუფლების მოპოვების სურვილი ანადგურებს. მართალია, სენატორ იუჯინ მაკკარტის ყოფილი სპიჩრაითერის ჯერემი ლერნერის სცენარის მიხედვით დადგმულმა ფსევდორეალისტურმა ფილმმა განსაკუთრებული ფინანსური მოგება ვერ ნახა, მაგრამ ამერიკული კინოაკადემიის მოწონება და „ოსკარი“ დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ 1972 წელს ნაკლებად პოპულარული ფილმი, დღეს ამერიკული კინოს ერთ-ერთ საუკეთესო პოლიტიკურ სატირად ითვლება.

„აფიორა“ (The Sting) – ძველ მეგობართან პოლ ნიუმენთან რედფორდის მეორე თანამშრომლობა ჯორჯ როი ჰილის კომედიაში შედგა. დიდი დეპრესიის ეპოქის ორ თაღლითზე შექმნილმა „აფიორამ“ არა მხოლოდ „ოსკარის“ შვიდი პრემია მოიპოვა, არამედ 1970-იანი წლების ჰიტად იქცა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მსუბუქ კომედიასაც შეუძლია იქცეს კინოკლასიკად.

„პრეზიდენტის მთელი ამალა“ (All the President’s Men) – The Washington Post-ის ორი ჟურნალისტის გამოძიება, რომელთაც უოტერგეიტის სკანდალი და პრეზიდენტ ნიქსონის გადადგომა გამოიწვია, რედფორდის კიდევ ერთი პოლიტიკური ფილმია, რომელმაც რვა „ოსკარი“ დაიმსახურა და 1970-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პოლიტიკურ ტრილერად იქცა.

„ჩვეულებრივი ადამიანები“ (Ordinary People) – მართალია, რედფორდმა უარი თქვა საკუთარ სარეჟისორო პროექტში მსახიობის ამპლუაში გამოჩენაზე, მაგრამ ფილმი მაინც მნიშვნელოვან მოვლენად იქცა მის შემოქმედებაში, რადგან ის იშვიათი მსახიობი გახდა, ვინც „ოსკარის“ პრემია სარეჟისორო დებიუტისთვის დაიმსახურა. მშვიდი დრამა დანაშაულის გრძნობასა და ერთმანეთის მიმართ უყურადღებობაზე, რაც საბოლოოდ ოჯახის დანგრევას იწვევს, რედფორდმა იმდენად ზუსტად და დელიკატურად დადგა, რომ კინოაკადემიის ჯილდოსთან ერთად „ოქროს გლობუსი“ და რამდენიმე პრესტიჟული კინოპრემიაც მოიპოვა.

https://newslab.ru/article/564153

კატეგორიები: რჩევები ფილმები

მსგავსი თემები