LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუკეთესო ინვესტიცია, რაც ქვეყანამ შეიძლება გააკეთოს, ეს არის მომავალი თაობის განათლებაში გაკეთებული ინვესტიცია: მიხეილ ჩხენკელი

46
მიხეილ ჩხენკელი

ჩემი აზრით, საუკეთესო ინვესტიცია, რაც ქვეყანამ შეიძლება გააკეთოს, ეს არის ჩვენი მომავალი თაობის განათლებაში გაკეთებული ინვესტიცია,- ასე მიმართა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განათლების საერთაშორისო ცენტრის 2021-2022 წლის სტიპენდიანტებსა და კურსდამთავრებულებს.

მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მას შემდეგ, რაც ისინი წამყვან უნივერსიტეტებში მსოფლიო დონის განათლებას მიიღებენ, სამშობლოში დაბრუნდნენ და მიღებული ცოდნა, განათლება და გამოცდილება ჩვენი ქვეყნის წინასვლას მოახმარონ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მას შემდეგ, რაც თქვენ მსოფლიო დონის განათლებას მიიღებთ წამყვან უნივერსიტეტებში, დაბრუნდებით სამშობლოში და თქვენს ცოდნას, განათლებასა და გამოცდილებას მოახმართ ჩვენი ქვეყნის წინასვლას. თქვენი საქართველოში დაბრუნების შემდეგ ერთ განსაკუთრებულ პროექტთან დაკავშირებით მინდა ვისაუბრო, განსაკუთრებით მათთვის, ვინც დოქტორის ხარისხით დაბრუნდებით საქართველოში, ჩვენ ძალიან გაგვიხარდება თუ თქვენ აქტიურად ჩაერთვებით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიურ და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში,“- განაცხადა ჩხენკელმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები