LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუკეთესო კონსტიტუცია მივიღეთ, მთელი ევროპა ტაშს გვიკრავს – ბიძინა ივანიშვილი

bizina-ivanishvili-1-e1465294766444

საუკეთესო კონსტიტუცია მივიღეთ, მთელი ევროპა ტაშს გვიკრავს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ იმედი LIVE”-ში განაცხადა.

ივანიშვილმა ინტერვიუში პრეზიდენტის უფლებებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებები არ მოდის თანხვედრაში მისი პირდაპირი წესით არჩევის ლეგიტიმაციასთან.

„ასეთი ლეგიტიმაციით, ასეთი უფლებების მქონე პრეზიდენტი ერთმანეთს არის აცდენილი. პრეზიდენტის არჩევის ლეგიტიმაციის დონე არის მაქსიმალური და კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებები არ მოდის თანხვედრაში ამ ლეგიტიმაციასთან. სამწუხაროდ, ოპოზიციას გაუწია ანგარიში გუნდმა, თორემ ვენეციის კომისიასაც, ევროპასაც, ამერიკასაც სწორედ მიაჩნდა, რომ პირდაპირი წესით პრეზიდენტის არჩევნები აღარ უნდა იყოს. რამდენიმე ადამიანი გაიბუტა, რამდენიმე გაბრაზდა, ოპოზიციას იქნებ რაღაც მაინც დავუთმოთო, გახსოვთ გაერთიანდნენ კიდეც, ქუდზე კაცი გამოიყვანეს, რომ კონსტიტუცია არ ვარგა, არადა, საუკეთესო კონსტიტუცია მივიღეთ, მთელი ევროპა ტაშს გვიკრავს და ეს სიმახინჯე დაგვატოვებინეს.

ამ ფონზე ახლა გამოდიან და ნახეთ, როგორ განცხადებებს აკეთებენ, რომ შეცვლიან სასამართლოს, შეცვლიან პროკურატურას, არადა, არავითარი ბერკეტი ამის მსგავსი პრეზიდენტს არ გააჩნია. ერთადერთი კანდიდატი, ვინც კულტურულად იქცეოდა, იყო ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, ვინც ნამდვილი ევროპელობა აჩვენა, ჩვენც ნამუსი მოგვწმინდა, ასე ვთქვათ. ამ ფონზე, რას აკეთებდნენ ეს პატარა კაცები, ეს მცირე კაცები?! – როგორ ებრძოდნენ, მაგრამ ძლიერი ქალბატონია სალომე ზურაბიშვილი და ამას გაუძლო. თუმცაღა, ამ ყველაფერს გარკვეული ემოციები დასჭირდა,“- განაცხადა ივანიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები