დიეტოლოგებმა და ნუტრიციოლოგებმა ახსნეს, რომ წახემსება დღეში მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ არის დასაშვები. მათ ასეთი საკვების მიღებისთვის საუკეთესო პროდუქტები დაასახელეს.
პირველ რიგში, უნდა იყოს ცილები. მაგალითად, რძე, კეფირი, იოგურტი. მათ კარგად ეწყობა ხილი. უფრო მეტად სასარგებლოა ციტრუსები, კივი.
წახემსებისთვის ვაშლიც წავა. თუმცა დიეტოლოგების აზრით, ხილის პორციამ 300 გრამს არ უნდა გადააჭარბოს. აი ბოსტნეული კი საერთოდ არც უნდა ჩავთვალოთ. ბოსტნეული დაახლოებით 80% წყლისგან შედგება და ორგანიზმი წყალს აქედანაც იღებს. ეს მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც სამუშაო დღის განმავლობაში წყლის დალევა ავიწყდება.
წახემსებისას ტკბილეულზე უარის თქმა სჯობს. ყავა კანფეტთან ერთად ორგანიზმში გლუკოზის დონეს და დიაბეტის განვითარების რისკს ზრდის. ეს განსაკუთრებით აქტუალურია 40 წელს გადაცილებულთათვის.