LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუკეთესო საავტომობილო ბრენდების რეიტინგი

69
d1c0a709e6fd9defd396566a2c8d7ddfd0ce4d4f

ამერიკულმა გამოცემა Consumer Reports საუკეთესო საავტომობილო ბრენდების რეიტინგი გამოაქვეყნა და საუკეთესოთა შორის საუკეთესო Mazda გახდა.

სპეციალისტებმა სიაში ის ბრენდები მოახვედრეს, ვინც მომხმარებელთა იმედები გაამართლა. მთავარი კრიტერიუმების სია ასე გამოიყურება – მართვადობა, სანდოობა, მეპატრონის კმაყოფილების დონე და უსაფრთხოება. იაპონური Mazda წელს რეიტინგში სამი პოზიციით დაწინაურდა და პირველობა – სანდოობისა და მომხმარებელთა მაღალი შეფასების დამსახურებით მოიპოვა.

Mazda–ს შემდეგ მეორე ადგილს BMW იკავებს, ბრენდი წინა წელთან შედარებით 6 პოზიციით დაწინაურდა და საუკეთესო შედეგი მართვადობის კუთხით აჩვენა. იაპონურმა Subaru–მ მესამე ადგილი შეინარჩუნა, მეოთხე „პორშემ“ დაიკავა, ლიდერთა ხუთეულს Honda ასრულებს, რომელმაც თავისი მაჩვენებელი წელს მთელი 10 პოზიციით გააუმჯობესა. Kia, Genesis და Lincoln მე–10, მე–13 და მე–15 პოზიციებზე ჩამოჩოჩდნენ.

სიაში ბოლო ადგილს კი Land Rover და Alfa Romeo ინაწილებენ, ავტომფლობელთა აზრით, ამ ავტომობილების სანდოობა მათთვის მისაღები არ არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g