ხმელთაშუა ზღვის ჰავა და ნოტიო ზამთარი -ეს მარსელია, საფრანგეთის სიდიდით მეორე ქალაქი, რომლეშიც ახალ წელს განსაკუთრებულად ხვდებიან.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, ქალაქს ერთ-ერთი საუკუთესო საშობაო ბაზარი და გრანდიოზული საახალწლო ფოიერვერკი აქვს. ცოცხალი მუსიკა, კარნავალები, ფესტივალები და შთამბეჭდავი შოუები – ახალი წლის ღამეს მარსელი უამრავ თავშესაქცევს გთავაზობთ.
ქალაქის ლანდშაფტი და არქიტექტურა გაძლევთ საშუალებას, დატკბეთ ულამაზესი ხედებით.
„გაემართეთ პანიერისკენ, სადაც ნახავთ მხატვართა სტუდიებსა და გამოფენებს, სავაჭრო ჯიხურებს, კაფეებსა და რესტორნებს. აუცილებლად დააგემოვნეთ უნიკალური ადგილობრივი სამზარეულო“, – აცხადებენ ქუთაისის აეროპორტში.
შეგახსენებთ, დაბალბიუჯეტიანი ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair ქუთაისის აეროპორტის მოგზაურებისთვის მარსელის მიმართულებით ავიარეისებს კვირაში ორჯერ ასრულებს.