LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუკეთესო სიმღერები საახალწლო განწყობისთვის

ბევრი სიმღერა დაიწერა შობასა და ახალ წელზე, ბევრი კი, სრულიად შემთხვევით იქცა სადღესასწაულო ჰიტად. გთავაზობთ ჩვენი კომპოზიციების ნაკრებს, რომლებიც აუცილებლად შეგიქმნიან ხალისიან განწყობას.  

Let It Snow! Let It Snow! Let It Snow!

სიმღერას არაფერი აქვს საერთო არც შობასთან, არც ახალი წლის დღესასწაულთან. მეტიც, მისმა ავტორებმა – სემი კანმა და ჟიულ სტაინმა ის, 1945 წლის ცხელი ზაფხულის ერთ დღეს დაწერეს. კანი იხსენებდა – ”ჟიულის ვუთხარი: ”სანაპიროზე ხომ არ წავსულიყავით გასაგრილებლად?” მან კი, მიპასუხა: ”უკეთესი ხომ არ იქნება დავრჩეთ და სიმღერა დავწეროთ ზამთარზე?” ჩვენ ერთად დავჯექით და მუშაობა დავიწყეთ, მალე სიმღერაც დაიწერა”.

Happy New Year 

მომავალი ჰიტის პირველ ვერსიას საკმაოდ არასერიოზული სათაური  Daddy Don’t Get Drunk On Christmas Day” (”მამა არ დათვრე შობაზე”) ჰქონდა. მოგვიანებით სასიამოვნო მელოდიას ლირიული ტექსტი დაედო და დღეს უკვე ყველასთვის ცნობილი სიმღერა შეიქმნა. 

Mr Sandman

პეტ ბალარდის სიმღერაში, ჯგუფის The Chordettes-ის შესრულებით, ახალგაზრდა გოგონა ქვიშის ადამიანს (ანუ Sandman-ს) მომხიბვლელ ახალგაზრდა მამაკაცზე ზმანების გამოგზავნას თხოვს. სიმღერის გამოსვლის შემდეგ, მისმა ავტორმა ტექსტი გადააკეთა და მას ”Mr. Santa” უწოდა. სწორედ ასე იქცა ცნობილი ჰიტი საშობაო სინგლად.

Magic Moments

Magic Moments” პირველად ყავის რეკლამაში გაჟღერდა, რომელიც რადიოეთერში ახალი წლის დღებში გავიდა და ბევრისთვის დღესასწაულის სიმბოლოდ იქცა. სინამდვილეში სიმღერა არც შობაზეა, არც ახალ წელზე, სამაგიეროდ ის იმ საოცრებაზეა, რისთვისაც ეს დღესასწაულები გვიყვარს.

Last Christmas 

Last Christmas” კიდევ ერთი კომპოზიციაა, რომელიც დღესასწულებთან ასოცირედბა. ახალგაზრდა კაცის უპასუხო სიყვარულის ისტორია, რომელიც 1990-იან წლებში, გამოსვლისთანავე იქცა ჰიტად, დღემდე არ კარგავს პოპულარობას.  

Jingle Bells Rock   

პოპულარული საშობაო სიმღერის Jingle Bells-ის ერთ-ერთი ვარიაცია. კომპოზიციამ არა მარტო მუსიკალურ ჩარტებში მოიპოვა ლიდერის პოზიცია, არამდე ბევრი ფილმის (მათ შორის ”სასიკვდილო იარაღი” და ”მარტო სახლში”) საუნდთრეკად იქცა.

Jingle Bells 

ყველაზე პოპულარულ საშობაო სიმღერას თავიდან One Horse Open Sleigh ერქვა და აბსოლუტურად სხვა, ბევრად უფრო რთული მელოდია ჰქონდა, რომელიც ძალიან ჰგავდა მოცატრის კლასიკურ პიესებს. სიმღერა 1857 წელს დაწერა ამერიკელმა კომპოზიტორმა ჯეიმს ლორდ პიერპონტომ, მოგვანებით კი, მრავალი ცვლილება განიცადა. ვინ შექმნა ყველასთვის საყვარელი ვერსია, დღემდე უცნობია.   

Have Yourself A Merry Little Christmas 

პოპულარობა Have Yourself A Merry Little Christmas-მა 1944 წელს მოიპოვა, როცა ფილმში ”შემხვდი სენტ-ლუისში” გაჟღერდა ჯუდი გარლანდის შესრულებით. მოგვიანებით სიმღერა ელა ფიტჯერალდმაც ჩაწერა საკუთარი ინტერპრეტაციით.

We Wish You A Merry Christmas

პოპულარული საშობაო ჰიმნი პირველად მე-16 საუკუნეში გაჟღერდა ინგლისში. We Wish You A Merry Christmas – ერთ-ერთი ტრადიციული საშობაო ჰიმნია, სადაც ახალი წელია მოხსენიებული.

Winter Wonderland 

თავიდან ”Winter Wonderland”-ს მხოლოდ ორკესტრი ასრულდებოდა. უცნაურია, მაგრამ კომპოზიციამ, რომელიც საერთოდ არა მოხსენიებული დღესასწაული, სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი საშობაო ჩარტებში.

Here Comes Santa Claus 

Here Comes Santa Claus” ცნობილმა ამერიკელმა შემსრულებელმა ჯინ ოტრიმ შექმნა. როგორც თავად მუსიკოსი იხსენებდა, სიმღერის დაწერაზე ის ლოს-ანჯელოსში სანტა-კლაუსების აღლუმში მონაწილეობამ შთააგონა, როცა, მაყურებელი ”აი, მოდის სანტა-კლაუსი!” სკანდირებდა. მოგვიანებით კომპოზიცია ელვის პრესლიმ შეასრულა და სწორედ ამ ვერსიამ მოიპოვა პოპულარობა.

Rockin’ Around The Christmas Tree 

ბრენდა ლიმ პირველად სიმღერა 13 წლის ასაკში შეასრულა. მოგვიანებით კომპოზიცია ერთ-ერთ ყველაზე საახალწლო ფილმის ”მარტო სახლში” საუნდთრეკშიც შევიდა.

https://www.youtube.com/watch?v=_6xNuUEnh2g

Rudolph The Red-Nosed Reindeer

სიმღერა სანტა-კლაუსის ყველაზე ცნობილ ირემზე – რუდოლფზე, რომელსაც ლეგენდის თანახმად წითელი ცხვირი ჰქონდა, პირველად ფრენკ სინატრამ შესარულა. კომპოზიცია ძალიან სწრაფად გახდა ცნობილი, განსაკუთრებული პოპულარობით კი, დღესასწაულის დღეებში სარგებლობს.  

Carol Of The Bells

კომპოზიცია ცნობილი უკრაინული ხალხური სიმღერის ადაპტაციაა, რომელზეც კომპოზიტორი ნიკოლაი ლეონტინოვიჩი თითქმის მთელი ცხოვრება მუშაობდა. Carol Of The Bells განსაკუთრებული პოპულარობით ამერიკაში სარგებლობს, სადაც ის საშობაო დღესასწაულების ერთ-ერთ ჰიმნად ითვლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები