მილიარდერი, ჯეფ ბეზოსისა და მისი რჩეულის, ლორენ სანჩესის „საუკუნის ქორწილამდე“ სულ ცოტა დროს რჩება. სამ დღიანი ცერემონიალი 26 ივნისს, ვენეციაში, კუნძულ „სან ჯორჯო მაჯორეს“ მახლობლად გაიმართება და იქ ისეთ სახეებს ვიხილავთ, როგორებიც არიან, ოპრა უინფრი, მიკ ჯაგერი, ივანკა ტრამპი, ლეონარდო დიკაპრიო და კეტი პერი და ა.შ…
ქორწილის ირგვლივ უკვე გაჩაღდა მნიშვნელოვანი უკმაყოფილება ადგილობრივ მოსახლეობაში, ისინი აცხადებენ, რომ ბეზოსი და სანჩესი ქალაქს „იტაცებენ“ და ვენეციის, მხოლოდ მდიდრებისთვის გადაქცევა სურთ.
ზოგიერთ ლოკაციაზე უკვე მიმდინარეობს მრავალრიცხოვანი პროტესტი ბანერებითა და წყლის არხებში საპროტესტო აქციებით.
აღსანიშნავია, რომ ქორწილი ვენეციას, სავარაუდოდ, 23-34 მილიონი დოლარის სარგებელს მოუტანს. ვენეციის მერმა, ლუიჯი ბრუნიარომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას რცხვენია ამ პროტესტის და თქვა, რომ მათ ბეზოსისთვის ბოდიშის მოხდა აუცილებლად მოუწევთ.







