პირველ ივლისს უელსის პრინცესას 60 წელი შეუსრულდებოდა. სიკვდილის წინ, ისე თითქოს იგრძნო საკუთარი გარდაცვალება, ბრიტანეთის ყველაზე ცნობილმა ქალბატონმა ავტობიოგრაფიული წიგნის წერა დაიწყო, რომელიც ბევრმა „სულის ყვირილად“ შეაფასა, რადგან საოცრად გულწრფელი მემუარები ტკივილითა და შინაგანი განცდებით აღმოჩნდა სვსე.
fortuna.ge გთავაზობთ პრინცესა დიანას ცნობილ ფრაზებს:
ძალიან მინდა ვიყო თქვენი გულების პრინცესა, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენ საკუთარ თავს ამ ქვეყნის დედოფლად!
არ მინდა ძვირფასი საჩუქრები, ყველაფერი მაქვს, რაც მჭირდება, უბრალოდ მინდა, ვინმე არსებობდეს ჩემთვის, რომ ერთხელ მაინც მეც ვიგრძნო თავი უსაფრთხოდ და დაცულად.
შეუძლებელია იყო ბედნიერი ქალი, თუ არ ხარ ბედნიერი საყვარელი.
ქორწინებაში სამნი ვიყავით, მე კი, ძალიან არ მიყვარს ბრბოსთან ცხოვრება.
უილიამი და ჰენრი ის იშვიათი მამაკაცები არიან, ვისაც არასდროს მოუყენებია ჩემთვის ტკივილი.
გონების ფილოსოფიური წყობა – სინამდვილეში, სხვათა უბედურების სრულად შეგრძნების ხელოვნებაა.
ქალებისგან განსხვავებით მამაკაცები იშვიათად იტყუებინ, მხოლოდ მაშინ, როცა საკუთარ გრძნობებზე უწევთ ლაპარაკი.
მამაკაცს მშობიარობა რომ უხდებოდეს, დარწმუნებული ვარ, ერთ ბავშვზე მეტს არ გააჩენდა.
არასდროს მიცხოვრია წესებით, რადგან ყოველთვის გულს და გონებას ვუსმენდი.
საუკუნის ყველაზე მძიმე ეპიდემია ადამიანების ზედაპირულობა და გაუცხოებაა.
ძალიან რთულია ნამდვილი სიყვარულის პოვნა და ძალიან ადვილი მისი დაკარგვა. თუ გაგიმართლა და მთელი ცხოვრების სიყვარული იპოვე, მაგრად მოკიდე ხელი და არსად გაუშვა.
ამბობენ, უკეთესია იყო ღატაკი და ბედნიერი, ვიდრე მდიდარი და უბედური. მე კომპრომისული ვარიანტი მირჩევნია – ზომიერად მდიდარი და უბრალოდ კაპრიზული.
ბედნიერება იძულებით არ არსებობს. არ ღირს ილუზიებით ცხოვრება, რადგან მოთმენაზე, ატანაზე და გადატანაზე იმდენი ენერგია იხარჯება, რომ ბედნიერებისთვის აღარაფერი რჩება.
ცხოვრება საკუთარ ნაჭუჭში მოსაბეზრებელია, მაგრამ ნაჭუჭის დატოვებაც ძალიან საშიშია.
ზოგჯერ ძალიან მშვიდად ხარ, თითქოს კომფორტულად, მაგრამ განგაშის გრძნობა არ გასვენებს, რადგან იცი, რომ რამდენიმე წუთში ნამდვილი კოშმარი მოხდება.
ადამიანები ჯერ ტკივილს გაყენებენ, მერე კი, უკვირთ რატომ არ ხარ ბედნიერი.
გამოცდილება არა მხოლოდ იმიტომაა ფასეული, რომ ახალს გასწავლის, არამედ იმიტომაც, რომ უკვე განვლილის გადახედვის საშუალებას გაძლევს.
პატარძალი მხოლოდ საქორწინო ცერემონიაზეა მთავარი მოქმედი გმირი, ამიტომ მთვარდება ყველა ზღაპარი ქორწილით და არცერთი არ იწყება.
შეცდომის წინასწარმეტყველაბა პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან მანამდე ვერ დაინახავ, სანამ თვითონ არ დაუშვებ.
ყველაფერი, რისთვისაც მამაკაცი ცოლს აკრიტიკებს, საყვარელს ეპატიება.
ცნობილი გამონათქვამები