35 წლის თურქი მსახიობი ეჯე ირთემი, რომელიც სერიალ “შერბეთიში” იშილის როლს ასრულებდა, 2026 წლის 15 ივნისს გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ მსახიობი გარდაცვალების წინა დღეს იუბილარი იყო.
სერიალ „შერბეთის“ ვარსკვლავი მოულოდნელად გარდაიცვალა – მსახიობს წინა დღეს დაბადების დღე ჰქონდა
მსახიობმა კარიერა 2014 წელს დაიწყო და მონაწილეობა მიიღო არაერთ პოპულარულ თურქულ პროექტში.
გამოცემა En.Haberler გარდაცვლილი დედის კომენტარს აქვეყნებს. გამოცემის ცნობით, საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. დედამ, ნურიე ირტემმა, რომლის ჩვენებაც პოლიციამ უკვე ჩამოართვა, განაცხადა, რომ იმ ღამეს მისი შვილი თავად დააწვინა.
„17:51 საათზე ჩვენი სახლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ დაწესებულებაში წავედით დაბადების დღის აღსანიშნავად. ტორტი გავჭერით და ერთად გავერთეთ. 20:36 საათზე კი სახლში დავბრუნდით. ვინაიდან ჩემი შვილი ანტიდეპრესანტების მიღების შემდეგ ალკოჰოლისგან ძლიერ იყო მთვრალი, დასაძინებლად დავაწვინე. ღამით გავიგონე, როგორ ადგა ტუალეტით სარგებლობისთვის და მერე ისევ საწოლს დაუბრუნდა.
დილით საუზმეზე დავუძახე, მაგრამ არ მიპასუხა. ოთახში რომ შევედი, დავინახე, რომ პირიდან მუქი ფერის სითხე მოსდიოდა. ის ძალიან ბევრ ალკოჰოლს სვამდა და ამავდროულად, მძიმე ანტიდეპრესანტებსაც იღებდა“. – ამბობს გარდაცვლილი მსახიობის დედა.
პირველადი ინფორმაციით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება, თუმცა ოფიციალური დასკვნა შესაბამისი სამედიცინო ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
