ცნობილი თურქი მსახიობი, სერიალ „შერბეთის“ ვარსკვლავი, ეჯე ირთემი 35 წლის ასაკში გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ირთემი დილის დაახლოებით 12:00 საათზე საკუთარ სახლში შეუძლოდ გახდა. ცნობილია, რომ იმ დროს მასთან დედაც იმყოფებოდა. ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა მსახიობს დაუყოვნებლივ გაუწია დახმარება.
თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
პირველადი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა სახელდება. მსახიობი ბოლოს სერიალ Kızılcık Şerbeti-ში იშილის როლს თამაშობდა.
ეჯე ირთემი 1991 წლის 14 ივნისს, თურქეთის ქალაქ სივასში დაიბადა.
მსახიობმა კარიერა 2014 წელს დაიწყო და მონაწილეობა მიიღო არაერთ პოპულარულ თურქულ პროექტში.
