გავრცელებული ინფორმაციით, მიუნხენის სავაჭრო ცენტრ „ოლიმპიასთან“ ცეცხლი 18 წლის ირანელმა გახსნა. უცხოური მედიის ცნობით, იგი მიუნხენში ბოლო რამდენიმე წელია ცხოვრობდა.
მიუნხენში მომხდარი ტერაქტის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაშავდა. სამართალდამცველებმა თავდამსხმელის ცხედარი სავაჭრო ცენტრიდან ახლოს იპოვეს. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.