LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სავაჭრო ობიექტები საქართველოში რუსეთში გაცემულ VISA და Mastercard ბარათებს ვეღარ ემსახურებიან

134
230831821-172-0-2903-2048-1920x0-80-0-0-e11ef80ae656be7655e7c8cbbd39fb23

საქართველოს საბანკო ასოციაცია VISA და Mastercard-ის მიერ რუსეთში საქმიანობის შეჩერებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„გაცნობებთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში, VISA და Mastercard-მა შეწყვიტეს რუსეთის ფედერაციაში მოქმედი ბანკებისა და საფინანსო ინსტიტუტების მომსახურება.

შედეგად, ერთის მხრივ, რუსეთის ტერიტორიაზე გაცემული VISA და Mastercard ბარათები არ იმუშავებს საზღვარგარეთ, ხოლო, მეორეს მხრივ, რუსეთის ტერიტორიაზე არ იმუშავებს სხვა ქვეყნებში გაცემული VISA და Mastercard ბარათები.

ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ბანკომატებში და პოსტერმინალებში შეუძლებელი ხდება რუსეთში გაცემული VISA და Mastercard ბარათების გამოყენება – აღნიშნული ბარათების მფლობელები ვერ შეძლებენ თანხის განაღდებას და/ან ბარათით სავაჭრო, თუ მომსახურების ობიექტებში გადახდას. ანალოგიურად, საქართველოში მოქმედი სავაჭრო ობიექტები ვეღარ მოემსახურებიან რუსეთის ტერიტორიაზე გაცემულ VISA და Mastercard ბარათებს.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რუსეთის ტერიტორიაზე, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, ეზღუდებათ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე გაცემული VISA და Mastercard ბარათების გამოყენებაც“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საბანკო ასოციაცია ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები