გაუარესებული ეპიდვითარების ფონზე ექიმები რეგულაციების გამკაცრებას ითხოვენ.
სპეციალისტები თვლიან, რომ დადგა დრო, გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის აცრა სავალდებულო გახდეს.
ეპიდემიოლოგების ნაწილი, თვლის, რომ მოქალაქეების დაცვისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება იქნება კოვიდპასპორტების, ანუ ე.წ “მწვანე საშვის” შემოღებაც, რომლის წარდგენის შემდეგ უნდა დაიშვებოდნენ ისინი დახურულ სივრცებსა თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
“დგება ის მომენტი, რომ აცრა უნდა გახდეს სავალდებულო გარკვეული კატეგორიის მუშაკებისთვის, რომელთაც კავშირი აქვთ ბავშვებთან, სტუდენტებთან, საჯარო მოსამსახურეები და ა.შ,”
ჯანდაცის ექსპერტის, დევი ტაბიძის განცხადებით, მდგომარეობა არის კატასტროფული ამას სხვა შეფასება ვერ მოჰყვება