თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ჯუანშერ ბურჭულაძე ამბობს, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური გავლილი არ აქვს. ამის შესახებ მას კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჰკითხა.
„სავალდებულო ჯარი არ მაქვს გავლილი, სამწუხაროდ. თავი არ ამირიდებია, ეს განპირობებული იყო იმით, რომ ოჯახი 17 წლის ასაკში შევქმენი, შემეძინა შვილი და 20 წლის ასაკში დავიწყე მუშაობა“, – განმარტავს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი.
საკომიტეტო მოსმენისას ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ ჯარში არის გადინება და რაც დრო გადის, ჯართან მიმართებით პოპულარიზაცია ნაკლებია.
მისივე თქმით, ასეთი ტენდენცია არის მსოფლიოს მასშტაბით.
“თუმცა 2020 წელი იყო პირველი წელი, როცა გადინება გაჩერდა“, – აღნიშნა მან.
პარლამენტის კომიტეტებში ნდობის მისაღებად ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილ მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.
რვა შვილი და მრავალწლიანი კარიერა – ვინ არის თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი
ბურჭულაძე ამ პოსტზე 19 თებერვალს წარადგინეს. თავდაცვის მინისტრის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ქართულმა ოცნებამ პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა, რომელიც მანამდე თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა.
