LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რვა შვილი და მრავალწლიანი კარიერა – ვინ არის თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი

409
სამოლე და ჯიო (3)

ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელად ჯუანშერ ბურჭულაძის კანდიდატურა დაასახელა. ჯუანშერ ბურჭულაძე ამ დრომდე თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. “ფორტუნასთან” საუბრისას ექსპერტმა, ნიკა ჩიტაძემ განაცხადა, რომ ჯუანშერ ბურჭულაძის ხილვა ახალ კაბინეტში მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ის ამჟამად, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის მოადგილე იყო.

როგორც თავდაცვის უწყების ვებგვერდზეა აღნიშნული, ჯუანშერ ბურჭულაძეს მეუღლე და რვა შვილი ჰყავს. ის 1994 – 1998 წლებში საქართველოს ჰუმანიტარულ-ტექნიკური უნივერსიტეტში სწავლობდა, საბანკო-საფინანსო ფაკულტეტზე.

სამუშაო გამოცდილება:

2016- 2019 წწ. – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი; აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე;

2015 – 2016 წწ. – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი; აღმასრულებელი დირექტორი;

2015 წ. – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი; აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე;

2010 – 2015 წწ – MFA საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში; ფინანსურ მენეჯერი;

2007 – 2010 წწ. – ს.ს. „კორ – სტანდარტ ბანკი“; ბიზნესის განვითარების დირექტორი;

2007 წ. – ს.ს. „ სტანდარტ ბანკი“; საბურთალოს ფილიალის მმართველი

2006-2007 წწ.- ს.ს. „ სტანდარტ ბანკი“; ბუდაპეშტის განყოფილების მმართველი

2005-2006 წწ.- ს.ს. „ სტანდარტ ბანკი“;კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტი – პირადი ბანკირი

2004-2005 წწ. – ს.ს. „ქართუ ბანკი“; პლასტიკური ბარათები მომსახურებისა და დამუშავების დეპარტამენტი; უფროსი სპეციალისტი

2001 – 2004 წწ. – საქართველოს ეროვნული ბანკი; სალიკვიდაციო კომისიის ეკონომისტი;

1999 – 2001 წწ. – შპს „ლუქსი“; ფინანსური მენეჯერი;

1998 – 1999 წწ. – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო; ამერიკის ქვეყნების დეპარტამენტის სტაჟიორი;

2013-2014 წლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში ვიზიტის ორგანიზებისა და აშშ-ში საქართველოს საელჩოს შენობის შეძენისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისგან მიღებული აქვს ორი პირადი მადლობა;

მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდოები და სიგელები;

მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა სემინარსა და კონფერენციაში;

 

ამავე თემაზე:

ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრთა ახალი კაბინეტი წარადგინა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g