LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით სასულიერო პირი აღარ ისარგებლებს

297
ქართული ჯარი

სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით სასულიერო პირი აღარ ისარგებლებს.

აღნიშნულ აკრძალვას „თავდაცვის კოდექსი“ ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა.

როგორც მთავრობაში განმარტავენ, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების აღნიშნული საფუძველი არ არის თავსებადი იმ ხედვებთან, რომელსაც ავითარებს სახელმწიფო თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით.

„წვევამდელთა ჯარი ვეღარ იქნება ისეთი, როგორც ეს საბჭოთა კავშირის დროს იყო“ – ვის გაიწვევენ სავალდებულო სამხედრო სამსახურში

„საქართველოსთვის, როგორც პატარა ქვეყნისთვის და როგორც რუსეთის აგრესიის პირდაპირი სამიზნისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის თავდაცვა იყოს ყველა მოქალაქის ვალდებულება.“ – განუცხადა „ფორტუნას“ ანდრო გოცირიძემ.

„ეფექტიანი თავდაცვის დაგეგმვისას გასათვალისწინებელია „ტოტალური თავდაცვის“ პრინციპი და მიდგომა, რაც გულისხმობს ეროვნული რესურსების მთელი პოტენციალის მზადყოფნასა და მობილიზების უნარს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავდაცვის უზრუნველსაყოფად, მათ შორის სარეზერვო სამხედრო სისტემის სრულფასოვნად ამოქმედებას.

ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობისა და ტოტალური თავდაცვის პრინციპის გათვალისწინებით, ინერგება ახალი სარეზერვო სისტემა.

ტერიტორიული რეზერვის პროგრამა გრძელდება – თავდაცვის უწყების ცნობით, მიიღებიან საქართველოს მოქალაქეობის მქონე 18-იდან 51 წლამდე პირები, მათ შორის, სტუდენტები 18-იდან 22 წლის ჩათვლით

ამ სისტემის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს რეზერვის დაკომპლექტება როგორც სამხედრო მომზადების მქონე პირებისაგან, ასევე პირებისაგან, რომლებსაც ექნებათ სპეციალური არასამხედრო უნარ-ჩვევები, რომლებიც გააუმჯობესებს რეზერვის მართვის პროცესებს, განსაკუთრებით, კრიზისულ პირობებში.“ – აღნიშნულია კანონპროექტში.

თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში 18-იდან 35 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეებს იწვევს – ანაზღაურება სამხედრო სტაჟის გათვალისწინებით, 500-იდან 8 ათას ლარამდეა 

magti 5g