LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება შეიძლება ისევ აღდგეს

225

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ავტომანქანების გაუმართაობის პრობლემის ეტაპობრივი მოგვარების მიზნით, საზოგადოებრივი აზრის კვლევის ჩატარების ინიციატივით გამოდის.  ამის შესახებ ცნობილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გახდა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ადამიანების, ბავშვების ჯანმრთელობა. „შეიძლება, ერთი ადამიანი გავანაწყენოთ და 20-ის სიცოცხლე ვიხსნათ. ვფიქრობ, ამაზე შეიძლება საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩავატაროთ. ვკითხოთ მოსახლეობას, რა ურჩევნიათ. რაღაც ხარჯი შეიძლება გაწიოს ადამიანმა, რომელსაც არ აქვს კატალიზატორი, შეიძლება კომპანიებს ვთხოვოთ, რომ გააკეთონ განვადება, მაგრამ ეს სასწრაფოდ დასარეგულირებელია.“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამის შემდეგ, ეტაპობრივად, ავტომანქანების დაზღვევა და სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება დაინერგება. ცვლილებები დროში გაიწერება. პრემიერი მიიჩნევს, რომ ამ საკითხს დროსა და სივრცეში დანახვა, გეგმის შემუშავება, მოსახლეობისთვის წარდგენა და განხორციელება სჭირდება. გეგმას მთავრობა მოსახლეობას უახლოეს მომავალში წარუდგენს.

magti 5g