ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში სავალდებულო ვაქცინაცია არ განიხილება არცერთ ჯგუფთან მიმართებაში, მათ შორის არც პედაგოგების და არც ექიმების მიმართ. ამის შესახებ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა
მან ასევე ისაუბრა სამედიცინო პერსონალის ვაქცინაციასთან დაკავშირებითაც. მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამედიცინო პერსონალში ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლი თავდაპირველად იმით განისაზღვრებოდა, რომ ყველაზე მაღალი დაინფიცირების დინამიკა შემოდგომის პიკზე სწორედ ამ პროფესიის წარმოამდგენლებში იყო. დაინფიცირების შემდეგ აცრის გაკეთება 120 დღე არ შეიძლებოდა.
მინისტრის მოადგილის თქმით, ამ ეტაპზე სამედიცინო პერსონალს ვაქცინაციის პროცესში ხელს უწყობენ, რათა ამ სფეროს მეტი წარმომადგენელი აიცრას, თუმცა გაბუნია არ გამორიცხავს, რომ “აუცილებლობის შემთხვევაში” საქართველოშიც დაინერგოს საერთაშორისო გამოცდილება, რომლის მიხედვითაც სამედიცინო დაწესებულებებში არავაქცინირებულ სამედიცინო მუშაკებს არ უშვებენ და ამ გზით ცდილობენ პაციენტების დაცვას.