LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სავალდებულოა, ყოველდღიურად, სკოლის თანამშრომელთა 20 პროცენტის გატესტვა: ეკატერინე დგებუაძე

198
ეკატერინე დგებუაძე 22

მთავრობის გადაწყვეტილებით 15 თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის სამ დიდ ქალაქში თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სწავლა საკლასო ოთახებში გარძელდება.

რამდენად არის უსაფრთხო სწავლებისთვის სისტემა მზად?  ამ საკითხზე „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ნინი ხუგაშვილთან ერთად  განათლების მინისტრის პირველმა  მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ ისაუბრა.

დგებუაძე განმარტავს, პანდემიის ფონზე როგორ იქნებიან დაზღვეული მოსწავლეები და მასწავლებლები კორონავირუსისგან.

„სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი კითხვა დაისვა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

ჩვენ 15 თებერვალს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ველოდებოდით. განათლების სამინისტრომ ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ  უსაფრთოების კუთხით გარკვეული ზომები მიეღო და სწავლს საკლასო ოთახი მომზადებული დახვედროდა.

უსაფრთხოების მიმართულებით ჩვენ მუშაობა დავიწყეთ ჯანდაცვის სამინისტროსთან და ეპიდემიოლოგებთან ერთად და მათთან კოორინდირებული მუშაობის შედეგად შეიქმნა რეგულაციები. სადაც არის გაწერილი, რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს სკოლამ იმისთვის, რომ პროცესი განაახლოს.

სკოლაში შესვლისას ყველა მოსწავლეს სიცხე უნდა გაუზომოს სკოლის წარმომადგენელმა.

სკოლებში აუცილებლად უნდა იყოს სადეზინფექიო ხსნარი და მისი მოხმარება ყველა მოსწავლისთვის აუცილებელი უნდა იყოს. მოწესრიგებული უნდა იყოს ჰიგიენური და სანიტარული ნორმები, რომლის მონიტორინგსაც სახელმწიფო განახორციელებს.

ეს რეგულაციები სექტემბერშივე იყო ცნობილი და ყველა ის აღჭურვილობა, რაც უსაფრთხოებას ეხება, შეგვიძლია ვთქვათ და მშობლები დავამშვიდოთ, რომ ეს რესურსები არის სკოლებში და ამ რესურსების მოხმარების პროტოკოლიც გაწერილია.

ახლა არის სკოლის ადმინისტრაციის პასუხიმგებლობა, მათ უნდა დაიცვან ის წესები, რაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის შემუშავებული“. -აღნიშნავს დგებუაძე.

მინისტრის მოადგილე საუბრობს, იმ ნაბიჯებზეც, რომელიც ყველა სკოლამ უნდა გაიაროს.

„ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე სკოლის სირცეში არსებული ყველა რგოლის თანამშრომელთა ტესტირება ყოველდღიურად მოხდება. სავალდებულოა 20 პროცენტის გატესტვა, მაგრამ სასურველია, სოლაში მომუშავე პირების  100 პროცენტი გაიტესტოს. მათ შორის მანდატურები და ტექნიკური პერსონალები.

ეს ერთ -ერთი პრევეციაა, რამაც ჩვენი მოსწავლეები უნდა დაიცვას.

ჩვენ მშობლის პოზიციიდან შევხედეთ ამ ყველაფერს და სწორედ, ამიტომ მასწავლებლებისა და სკოლაში არსებული ყველა პერსონალის ტესტირება დაიწყო მანამდე, სანამ საკლასო ოთახში განახლდებოდა სწავლა.

და ეს პროცესი ახლაც  მიმდინარეობს“, – ამბობს განათების მინისტრი.

დგებუაძე განმარტავს, როგორ შეიძლება შეცვალოს სკოლამ გაკვეთილების ხანგრძლივობა და დასვენებების განრიგი.

„საქართველოში არის 2085 საჯარო სკოლა, ყველა მათგანს აქვს განსხვავებული ინფრასტრუქტურა და  მოსწავლეების რაოდენობა. აქედან გამომდინარე, სკოლებს მივეცით შესაძლებლობა თავიანთი ინფრასტრუქტურის შესაძლებლობებიდან გამომდინარე და თავიანთი საჭიროებებიდან გამომდინარე დააორგანიზონ სასწავლო პროცესი. 

იმისთვის, რომ ბევრი მოსწავლე არ მივიდეს ერთად სკოლაში, შეიძლება სხვადასხვა კლასებმა სხვადასხვა დროს დაიწყონ სწავლა. გარდა ამისა შესაძლებელია, შესვენებების სხვადასხვა დროს დაორგანიზება, იმისთვის, რომ შესვენებაზე ყველა ერთად არ გამოვიდეს. 

ასევე შესაძლებელია, გაკვეთილების 45-დან 30 წუთამდე შემცირება იმისათვის, რომ სკოლაში შერეული გრაფიკი იყოს. 

განათლების სამინისტრო ძალიან მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე აყენებს მშობელს. (საუბარია დიდ ქალაქებზე). 

თვითონ უნდა გადაწყვიტოს, შვილი გაუშვას საკლასო ოთახში, თუ -არა. მისმა შვილმა განათლება მიიღოს სკოლაში, თუ დარჩეს სახლში და დისტანციური სწავლა გააგძელოს“, – აცხადებს დგებუაძე.  

თუმცა, მინისტრის მოადგილის განმარტებით, მშობელს ნებისმიერ დროს შეუძლია, სკოლაშივე დაწეროს განცხადება და შეცვალოს სწავლების არჩეული ფორმა.

 

 

 

magti 5g