ახალ სეზონს „დრესაპ ჯგუფი“ კიდევ ერთი ახალი ბრენდით ხვდება. „სავალი“ – ეს არის საქართველოში წარმოებული ფეხსაცმლის ხაზი, რომელიც ჯგუფის საწარმოში დამზადდა.
როგორც „დრესაპ ჯგუფში“ აცხადებენ, ეს ბრენდი შექმნილია ყველასთვის, ვისაც გემოვნებიანად ჩაცმა უყვარს და გვთავაზობს ყოველდღიურ მოდელებს, რომელიც თანამედროვე სტილითა და მაღალი ხარისხით გამოირჩევა.
ამ ეტაპზე, „სავალი“ წარმოდგენილია ქალის ფეხსაცმლის კოლექციებით, თუმცა სამომავლოდ კაცის ხაზის დამატებაც არის გეგმაში.