LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალე, ქართული სპორტული ფეხსაცმლის ბრენდის Crosty-ს მაღაზიები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაიხსნება

179
Untitled

მალე, ქართული სპორტული ფეხსაცმლის ბრენდის, Crosty-ს მაღაზიები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაიხსნება. როგორც აღმოჩნდა, Crosty-ზე პანდემიას ნეგატიური გავლენა არ ჰქონია.

კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი მიქაია „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ Crosty-ს გაყიდვები არ შემცირებია, პირიქით, აქტიურად ხდება ბრენდის პროდუქციის რეალიზაცია როგორც თბილისის პირველ კონცეპტუალურ მაღაზიაში, ისე ელექტრონული კომერციის მეშვეობით.

მისი ინფორმაციით, კომპანიამ ექსპორტზე ყოველგვარი მარკეტინგული აქტივობები შეწყვიტა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საკუთარი ბრენდული მაღაზიებით შესვლას გეგმავს. განიხილება რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის: აშშ და უკრაინა.

„მომავალი წლის დასაწყისში ჩამოთვლილი ორი ქვეყნიდან მინიმუმ ერთში აუცილებლად უნდა ვიყოთ წარმოდგენილი, თუმცა ორივე მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ,“ – აცხადებს გიორგი მიქაია „ბიზნესპარტნიორთან“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები