LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სავალუტო ფონდი: გლობალური კრიზისის მიუხედავად, საქართველო ინარჩუნებს ეკონომიკურ მდგრადობას

57
thumb

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, მერსედეს ვერა-მარტინის ხელმძღვანელობით, საქართველოში მისია დაიწყო. COVID-19-ის გლობალური პანდემიიდან გამომდინარე, მისია ვირტუალურ რეჟიმში 14 სექტემბრამდე იმუშავებს.

პირველი ონლაინ შევედრა საქართველოს ფინანსთა მინისტრთან, ივანე მაჭავარიანთან გაიმართა. მხარეებმა მიმოიხილეს მიმდინარე პერიოდში ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა, ასევე, მომავალი წლის ძირითადი ფისკალური და მაკროეკონომიკური პარამეტრები.

საუბარი შეეხო მთავრობის ანტიკრიზისულ პოლიტიკას, COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებსა და ამ კუთხით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 200 მლნ აშშ დოლარის საბიუჯეტო დახმარებას, ასევე, განიხილეს სსფ-ის მიერ მხარდაჭერილი ეკონომიკური რეფორმები მიმდინარე და შემდგომ პერიოდში.

როგორც აღინიშნა, გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, საქართველო ინარჩუნებს ეკონომიკურ მდგრადობას, რასაც ადასტურებს ორი ავტორიტეტული სარეიტინგო კომპანიის (S&P; Fitch) მიერ საქართველოსთვის სუვერენული რეიტინგის შენარჩუნება.

შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარების მნიშვნელობას, რომელიც მიმართულია COVID-19-ის პანდემიის გავრცელების კონტროლისა და მისი უარყოფითი ეკონომიკური გავლენის შესამცირებლად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები