LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სავარაუდოდ, გლანდების ოპერაციის შედეგად მე-2 კლასის მოსწავლე გარდაიცვალა

427

თბილისში, მეორე კლასელი გოგო გლანდების ოპერაციის გაკეთებიდან რამდენიმე დღეში, სისხლდენის შედეგად გარდაიცვალა. როგორც ვებ გვერდი sabavshvo.info-ს მიერ გავრცელებულ ტექსტში წერია, ბავშვი სახლში იმყოფებოდა და სამწუხაროდ, ვერ მიასწრეს საავადმყოფოში, რის შედეგადაც ტვინი გაითიშა და მოზარდი გარდაიცვალა.

“მიზეზი გარდაცვალების იყო ის, რომ ჭრილობამ ნაწიბური გაიკეთა, ე.წ. ფუფხს რომ ეძახიან, ის დააწვა აორტას და გასკდა,” – აღნიშნულია ვებ გვერდის განცხადებაში.

ცნობილია, რომ მოზარდმა გლანდების ოპერაცია ყელ-ყურ ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრი ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკაში გაიკეთა, სადაც გვიდასტურებენ, რომ გოგონას ოპერაცია ნამდვილად მათთან ჩატარდა, თუმცა ბავშვი კლინიკაში არ გარდაცვლილა, შესაბამისად, ექიმები მისი გარდაცვალების მიზეზებზე ვერ საუბრობენ.

გოგონა 155-ე საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლე იყო, სკოლის ადმინისტრაცია საკუთარ სოციალურ ქსელში სტატუსსაც აქვეყნებს და წერს: “ნინო, ჩვენი ლამაზი, ჭკვიანი, სიცოცხლით სავსე მოსწავლე… ნამდვილი ანგელოზი… წავიდა და დაგვტოვა …დაგვიტოვა ღრმა მწუხარება გულში…

მოულოდნელად წავიდა ჩვენი სკოლის II კლასის მოსწავლე ნინო ვადაჭკორია, თანავუგრძნობთ ოჯახის წევრებს. წავიდა პატარა ანგელოზი და გულში მოუშუშებელი იარა დაგვიტოვა, რომელიც არასოდეს განელდება. ყოველი წუთი და წამი გვახსენებს მის ლამაზ, მოციმციმე თვალებს… ჩვენო პატარა ანგელოზო, მუდამ მომღიმარი, სულით ხორცამდე მშვენიერი, მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული, სიყვარულითა და სიცოცხლით სავსე ემახსოვრები შენს მშობლიურ სკოლას,” -აღნიშნულია სკოლის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g