„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პოლიტსაბჭო სავარაუდოდ, ხვალ შეიკრიბება და შესაბამისად, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დასახელდება. ამის შესახებ კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მთავრობის ფორმირება დაიწყება და დასრულდება კანონით გათვალისწინებულ უმოკლეს ვადებში. სავარაუდოდ, ხვალვე შეიკრიბება პოლიტსაბჭო და დასახელდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი“,- განაცხადა კონახიძემ.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა. როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.
პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, კი შსს-მ ნიკა მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.