LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სავარაუდოდ, კლუბი „ხიდი” მალე გაიხსნება

480
shutterstock-247679890

კლუბი „ხიდი” გახსნას 3 დეკემბერს გეგმავს. ინფორმაციას „ბიზნეს ფორმულა“ ავრცელებს, რომელიც კლუბის წარმომადგენელს სოფო ებრალიძეს ესაუბრა.

ებრალიძე ამბობს, რომ სასცენო ბიზნესი “მწვანე პასპორტის” სისტემაში ჩასართავად მზადაა, თუმცა სექტორს ამ დრომდე არ აქვს მთავრობისგან ზუსტი ინფორმაცია, როდის შეუძლია ფუნქციონირება განაახლოს.

“8 ოქტომბერს გვქონდა საპილოტე ღონისძიება, მას შემდეგ ამდენი დრო გავიდა და მთავრობისგან პასუხი, როდის შევძლებთ ფუნქციონირებას, არ გვაქვს. კლუბი “ხიდის” სახელით შემიძლია ვთქვა, რომ 3 დეკემბერს ვაპირებთ გახსნას. მზად ვართ, მკაცრი რეგულაციების ფარგლებში ვიმოქმედოთ”,- აცხადებს სოფო ებრალიძე.

ცნობისთვის, 21 თვე გავიდა, რაც ქვეყანაში საკლუბო ბიზნესი დახურულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g