LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სავარაუდოდ ორშაბათიდან „კოვიდ პასპორტები“ ამოქმედდება: პაატა იმნაძე

1168
იმნაძე-პაატა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, სავარაუდოდ ორშაბათს, გამოცხადდება გარკვეული ზომები, მათ შორის ამოქმედდება ე.წ. კოვიდ/მწვანე პასპორტები. ამის შესახებ მან „რუსთავი 2-ის“ ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, „კოვიდ/მწვანე პასპორტები“ ტოვებს შესაძლებლობას ადამიანი ან აიცრას, ან სწრაფი ან PCR ტესტი ჰქონდეს ჩატარებული. ამასთან, დოკუმენტით ისარგებლებენ პირებიც, რომლებსაც კორონავირუსი გადატანილი აქვთ.

„ჩემი პირადი აზრი დიდი ხანია ცნობილია, მე ვარ მომხრე სავალდებულო ვაქცინაციის განსაკუთრებით გარკვეული ჯგუფებისთვის როგორიცაა მედიკოსები და პედაგოგებიც. ორშაბათის საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ ალბათ გამოცხადდება გარკვეული ზომები და იმ გზას გავივლით რაც გაიარა ევროპის უამრავმა ქვეყანამ.

ეს იქნება მწვანე პასპორტების გარკვეული ამოქმედება. მოგეხსენებათ, არ არის მარტო აცრა, არჩევანის საშუალებაა იქ შედის როგორც კოვიდის გადატანა, ასევე ორჯერადი აცრა და PCR ან სწრაფი ტესტირება უბრალოდ ვადა ექნება განსხვავებული. ეს აპრობირებული მეთოდია, რომელიც გამოიყენა ევროპის ბევრმა ქვეყანამ“ – ამბობს პაატა იმნაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g