LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საველე ჰოსპიტლები იშლება რეზერვისთვის: თენგიზ ცერცვაძე

64
ცერცვაძე

საველე ჰოსპიტლები იშლება რეზერვისთვის – ჩვენ არ ვიცით რამდენ ხანს გაგრძელდება ასეთი მატება, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, შემთხვევების კატასტროფულად გაზრდილი რაოდენობის ფონზე, გარდაცვალების შემთხვევების მატება გარდაუვალია.

კორონავირუსის მაჩვენებლები ჰვლავ ანტირეკორდს ამყარებს – ბოლო 24 საათში, ვირუსი 6 208 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 47 ინფიცირებული.

“სამწუხაროდ, დღეს კიდევ მოიმატა ახალმა შემთხვევებმა, 6000-ზე მეტი დაფიქსირდა, ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია საქართველოსთვის პანდემიის დასაწყისიდან. სიკვდილობაც ჩვენთვის შედარებით მაღალი იყო – 47, თუმცა, მინდა ხაზი გავუსვა, რომ შემთხვევების კატასტროფულად გაზრდილი რაოდენობის ფონზე, გარდაცვალების შემთხვევების მატება გარდაუვალია.” – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ

 

პოპულარულები