ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საწვავის ფასების რეკორდული მატების ძირითადი მიზეზი გეოპოლიტიკური დაძაბულობა და პოლიტიკური ფაქტორებია.
„გვესმის, რომ პანდემიის შემდგომი აღდგენის პროცესი ამაზე მოქმედებს, მაგრამ ამას დამატებით ის გეოპოლიტიკური სირთულეები ემატება, რომელიც რეგიონშია და საწვავის ფასების ზრდას განაპირობებს. ჩვენთვის ეს აქტუალური საკითხია. საწვავი არის ბევრი პროდუქტის მდგენელი და შესაბამისად, ის ინფლაციაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ზოგადად, ინფლაციის დარეგულირება და დასტაბილურება იქნება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი ეკონომიკურ ზრდასთან ერთად“, – აღნიშნა დავითაშვილმა.
მისივე განმარტებით, რთული ამოცანაა ამ ბალანსის მიღწევა, მაგრამ სწორი კომუნიკაციით მაქსიმუმის გაკეთებაა შესაძლებელი.
„პროცესს ვაკვირდებით და სიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლებელია მივიღოთ მყისიერად გადაწყვეტილებები,“- დასძინა ეკონომიკის მინისტრმა.