LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საწვავის გაძვირების გამო, 9 ავიაკომპანიამ ოპერირება შეაჩერა

101
1960x0

საწვავის ფასების მკვეთრი ზრდის გამო, ნიგერიულმა ავიაკომპანიებმა ოპერირება შეაჩერეს. ინფორმაციას აღნიშნული ავიაკომპანიების გაერთიანების Airline Operators of Nigeria-ს ოფიციალურ განცხადებაზე დაყრდნობით, „ავიანიუსი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ავიაკომპანიებმა ფრენა 9 მაისიდან შეაჩერეს. მათ განცხადებაში მითითებულია, რომ თვითმფრინავის საწვავის ფასი ბოლო პერიოდში 190-დან 700 ნაირამდე (ადგილობრივი ვალუტა) გაიზარდა.

„მსოფლიოში არცერთ ავიაკომპანიას არ შეუძლია გაუმკლავდეს ასეთ უეცარ შოკს, ასეთი ასტრონომიული ზრდის შედეგებს მოკლე პერიოდში“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც „ავიანიუსი“ წერს, Airline Operators of Nigeria-ში ნიგერიის ცხრა შიდა ავიაგადამზიდავი ერთიანდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g