ჯენიფერ გარნერი და მისი მეგობარი მამაკაცი, ჯონ მილერი, მცირე პაუზის შემდეგ კვლავ ერთად დააფიქსირეს. წყვილი პაპარაცებმა ლოს-ანჯელესში, ავტოფარეხში ვნებიანი კოცნის დროს დააფიქსირეს.
„ჩამოყალიბდი ბოლოს და ბოლოს!“, „საწყალო ბენი, გარნერმაც ზურგი აქცია“, ამათი სამკუთხედის ხომ ვერაფერი გავიგეთ“, – არ წყდება კომენტარები.
ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ ჯენიფერი ბენ აფლეკთან საკმაოდ ინტიმურ ვითარებაში დააფიქსირეს. ბენი ექს-მეუღლეს თბილად ეხუტებოდა. მას შემდეგ მედია წყვილის შესაძლო შერიგებაზე ალაპარაკდა, თუმცა, როგორც ჩანს, გარნერმა არჩევანი მომავალზე გააკეთა.
ჯენიფერ გარნერი შეყვარებულის შემორიგებას ცდილობს – წყვილის უახლესი გამოჩენა




