„რუსთაველის“ მეტროში ორ ახალგაზრდა მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ პირველი არხი ავრცელებს. როგორც თვითმხილველებმა პირველი არხის ჟურნალისტს განუცხადეს, რამდენიმე მამაკაცი სიტყვიერად დაუპირისპირდა ახალგაზრდებს.
„საყურიანი ბიჭები ქართველობას არ შეეფერება“, – ამ სიტყვებით მიმართავდნენ ახალგაზრდებს, რომლებიც სავარაუდოდ მუსიკოსები იყვნენ.
მოგვიანებით, ახალგაზრდებს მეტროს გასასვლელში ფიზიკურად გაუსწორდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარის შესახებ ინფორმაციას არკვევენ.