LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია ხვალიდან დაიწყება

235
20170607141150201200529

თბილისის საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია ხვალ, 12:00 საათზე დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით,  რეგისტრაცია იწარმოებს ელექტრონულად ვებგვერდზე:
http://kids.org.ge/home

საზაფხულო ბაღები რაიონების მიხედვით შემდეგ სკოლამდელ დაწესებულებებში იფუნქციონირებს:

  • გლდანის რაიონი – N153, N48 N205, N216, N186
  • დიდუბის რაიონი – N11, N92, N23, N15.
  • ვაკის რაიონი – N1, N27, N142, N83, ბაგა-ბაღი „ჩიორა“.
  • ისნის რაიონი -N202 , N29, N66, N215, N182.
  • კრწანისის რაიონი -N51, N206.
  • მთაწმინდის რაიონი – N3, N152, N162
  • ნაძალადევის რაიონი – N9, N79, N60, N143, N80.
  • საბურთალოს რაიონი – N197, N74, N112.
  • სამგორის რაიონი – N128, N12, N210, N45. N196, N72.
  • ჩუღურეთის რაიონი – N34, N5.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებით, ზოგ საზაფხულო ბაღს არ აქვს ბაგის ჯგუფი, შესაბამისად, რეგისტრაციას ვერ გაივლიან ბაგის ასაკის ბავშვები.

პოპულალურები