ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელს ალექსი ახვლედიანს უფლებამოსილება შეუწყდა – შესაბამის ბრძანებას ხელი 9 ივლისს მოეწერა. აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
„თორნიკე რიჟვაძემ მალულად აიღო იარაღი, გადაიტანა სტუმრისთვის განკუთვნილ საძინებელში და მარტო დარჩენილმა, თვითმკვლელობის მიზნით ისროლა გულმკერდის არეში“ – პროკურატურამ ალექსი ახვლედიანს ბრალდება წარუდგინა
„პროკურატურა სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით“
ალექსი ახვლედიანი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორად 2023 წლის მაისიდან მუშაობდა.
შეგახსენებთ, ალექსი ახვლედიანი ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით დააკავეს. საქმე ეხება საგარეჯოში მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც, პროკურატურის ინფორმაციით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილმა ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ ახვლედიანის სახლში, ახვლედიანის კუთვნილი იარაღით თვითმკვლელობა სცადა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ალექსი ახვლედიანს 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და სასამართლო სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.