საქართველო-რუსეთის ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობით, მსოფლიოს მასშტაბით, ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით, სხვადასხვა სახის ღონისძიება იმართება.
საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ორგანიზებით, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, ტარდება ფოტოგამოფენები, მხატვრული ფილმების ჩვენებები, ასევე შეხვედრები დიასპორის წარმომადგენლებთან და რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებული პრეზენტაციები და ლექცია-სემინარები.